სრული ციკლი — შერჩევიდან მხარდაჭერამდე

იჯარა · მონტაჟი · სერვისი · ნაწილები — ამწესთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება, ერთი გუნდისგან

ამწის იჯარა 01 ამწის იჯარა GTC Cranex-ის (ჯითისი ქრენიქსი) საიჯარო პარკში 70 ამწეა: 8-ტონიანი კოშკურა ამწეები Flat Top სისტემით და 25–45-ტონიანი მობილური ავტოამწეები. საიჯარო მომსახურება მოიცავს მონტაჟს, გეგმიურ მომსახურებას და ტექნიკურ მხარდაჭერას იჯარის სრული პერიოდის განმავლობაში. 70 ამწე პარკში · თბილისი და რეგიონები · 511 22 22 43 02 კონსულტაცია და ტექნიკის შერჩევა ამწის უსაფრთხო და გამართული მუშაობა ობიექტის სწორი შეფასებით იწყება. GTC Cranex-ის 5 ინჟინერი და SANY-ის საინჟინრო გუნდი გეხმარებათ ტექნიკის შერჩევაში — პროექტის სიმაღლის, ტვირთებისა და მოედნის კონფიგურაციის მიხედვით. 03 მიწოდება, მონტაჟი და დემონტაჟი კოშკურა ამწის სრული ციკლი ობიექტზე — მიწოდებიდან დემონტაჟამდე — GTC Cranex-ის ერთი გუნდის ხელშია: ლოგისტიკა, მონტაჟი, სიმაღლეში აწევა შენობის ზრდასთან ერთად და დემონტაჟი პროექტის ბოლოს. 04 გეგმიური ტექნიკური მომსახურება ამწის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული უწყვეტი მშენებლობა. GTC Cranex-ის ტექნიკური გუნდი — 30 სპეციალისტი და 5 ინჟინერი — უზრუნველყოფს გეგმიურ მომსახურებას, სწრაფ რეაგირებას და შეკეთებას სათადარიგო ნაწილების ადგილობრივი მარაგით. 05 სათადარიგო ნაწილები სამუშაო პროცესის უწყვეტობა ადგილობრივ მარაგზე დგას: SANY-ის ორიგინალი სათადარიგო ნაწილები — სექციები, სარტყელები, ანკერები — მუდმივად ინახება GTC Cranex-ის საწყობში, თბილისში.

ვმუშაობთ მთელ საქართველოში

ობიექტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ციხისძირში — ტექნიკა, გუნდი და ნაწილების მარაგი ყველა რეგიონს ემსახურება. მიწოდება და მონტაჟი წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით სრულდება.

გაქვს პროექტი? განვიხილოთ ერთად

გიპასუხებთ 1 სამუშაო დღეში

მოითხოვე ზარი