ტექნიკა უწყვეტი მშენებლობისთვის

SANY · ATABEY · MAKSANLIFT — შესყიდვა ან იჯარა · 70 ამწე საიჯარო პარკში

კოშკურა ამწეები

მობილური ავტოამწეები

ბეტონის ტექნიკა

ამწევი სისტემები

შერჩევიდან მხარდაჭერამდე

01 შეფასება ინჟინრები აფასებენ ობიექტს — სიმაღლეს, ტვირთებს, მოედნის კონფიგურაციას.
02 შერჩევა ტექნიკა შეირჩევა პროექტის სპეციფიკის მიხედვით — მოდელი, სიმაღლე, დგომის სქემა.
03 მიწოდება და მონტაჟი მონტაჟი და დემონტაჟი პროფესიონალი გუნდის მიერ, შეთანხმებულ ვადებში.
04 გეგმიური მომსახურება გეგმიური შემოწმებები ექსპლუატაციის მთელ პერიოდში — შეუფერხებელი მუშაობისთვის.
05 სწრაფი რეაგირება 30 ტექნიკური სპეციალისტი და ნაწილების ადგილობრივი მარაგი — რომ პროცესი არ შეჩერდეს.

ამწესთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება — ერთი გუნდისგან

„კოშკურა ამწე სამშენებლო ობიექტზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია — მის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული უწყვეტი მშენებლობა. ჩვენს ობიექტებზე ჯითისი ქრენიქსის ამწეები დგას. ოპერატიულობა, მოქნილობა და საჭირო სიმძლავრე — აი, რატომ ავირჩიეთ GTC Cranex.

ანაგითორნიკე ურუშაძე · პროექტის მენეჯერი · სამშენებლო კომპანია „ანაგი“

როგორ ავირჩიოთ სწორი ტექნიკა

მთავარი ხუთი ფაქტორია: შენობის მაქსიმალური სიმაღლე, სამშენებლო ფილის მოცულობა და რადიუსი, ამწის ტვირთამწეობა, ტვირთამწეობა ისრის ბოლოში და ამწის მუშაობა უამინდობის პირობებში. ამ პარამეტრების სწორად შეფასება განსაზღვრავს, რამდენად უსაფრთხო და შეუფერხებელი იქნება სამუშაო პროცესი. GTC Cranex-ის ინჟინრები ობიექტის შეფასებაში უფასოდ დაგეხმარებიან.

არჩევანი პროექტის ხანგრძლივობასა და სამომავლო გეგმებზეა დამოკიდებული: ერთჯერადი ან მოკლევადიანი პროექტისთვის იჯარა უფრო მომგებიანია, ხოლო თუ კომპანია რეგულარულად აშენებს, შესყიდვა გრძელვადიან ეკონომიას იძლევა. GTC Cranex ორივე გზას გთავაზობთ — 70 ამწე საიჯარო პარკში და გაყიდვების სრული ხაზი. ორივე შემთხვევაში მონტაჟი და გეგმიური მომსახურება ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაა.

კოშკურა ამწე (ე.წ. „კრანი“) გრძელვადიანი, მაღალსართულიანი მშენებლობისთვისაა — ის ერთ წერტილში მონტაჟდება და მთელი პროექტის განმავლობაში ემსახურება ობიექტს. მობილური ავტოამწე კი მოკლევადიანი და მოქნილი სამუშაოებისთვისაა: მარტივად გადაადგილდება, მონტაჟს არ საჭიროებს და ერგება რთულ სამუშაო გარემოს. ხშირად ორივე ერთად მუშაობს — კოშკურა ძირითად პროცესზე, ავტოამწე დამხმარე ოპერაციებზე.

ისრის სიგრძე განსაზღვრავს, სად მიწვდება ამწე, ხოლო ტვირთამწეობა ისრის ბოლოში — რამდენს ასწევს ის ყველაზე შორეულ წერტილში. მაქსიმალური ტვირთამწეობა მხოლოდ ისრის ახლო ზონაში მიიღწევა, ამიტომ ორივე პარამეტრი ერთად უნდა შეფასდეს. SANY Flat Top კოშკურა ამწე 65-მეტრიანი ისრის ბოლოშიც 1,5 ტონას იწევს.

Flat Top კონსტრუქციას წვეროს ელემენტები არ აქვს, რაც ამარტივებს მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესს და საშუალებას იძლევა, რამდენიმე ამწემ ერთდროულად იმუშაოს შეზღუდულ სივრცეში. ისრის ნაკლები ელემენტი ამცირებს ქარის ზემოქმედებას და ზრდის მანევრირების შესაძლებლობას რთულ პირობებში. ამიტომ ირჩევენ მას მჭიდრო, მრავალამწიან ობიექტებზე.

პროცესი ობიექტის სწორი შეფასებით იწყება: ჩვენი ინჟინრები არჩევენ ტექნიკას პროექტის სპეციფიკის მიხედვით, გეგმავენ მონტაჟს და ატარებენ გეგმიურ შემოწმებებს ექსპლუატაციის მთელ პერიოდში. საჭიროების შემთხვევაში გუნდი სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს. ამწესთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება ერთი პარტნიორისგან — ეს არის უწყვეტი მშენებლობის გარანტია.

დიახ — მარაგშია სექციები, სარტყელები, ანკერები და სხვა სათადარიგო ნაწილები, ამწეებთან ერთად. ადგილობრივი მარაგი ნიშნავს, რომ შეკეთება ან გაფართოება იმპორტის ლოდინის გარეშე ხდება. მომსახურებას 30 ტექნიკური სპეციალისტი და 5 ინჟინერი უზრუნველყოფს.

SANY-ის კოშკურა ამწეები აღჭურვილია GPRS მონიტორინგით, რომელიც აპლიკაციის საშუალებით რეალურ დროში აჩვენებს ამწის მდგომარეობას. საკონტროლო კაბინის მართვის პანელი კი ოპერატორს აწვდის ქარის სიჩქარის, ტვირთის სიმძიმისა და მანძილის მონაცემებს. ეს აერთიანებს უსაფრთხოებასა და კონტროლს ერთ სისტემაში.

გაქვს პროექტი? განვიხილოთ ერთად

გიპასუხებთ 1 სამუშაო დღეში

მოითხოვე ზარი