სერვისები/მიწოდება, მონტაჟი და დემონტაჟი
კოშკურა ამწის სრული ციკლი ობიექტზე — მიწოდებიდან დემონტაჟამდე — GTC Cranex-ის ერთი გუნდის ხელშია: ლოგისტიკა, მონტაჟი, სიმაღლეში აწევა შენობის ზრდასთან ერთად და დემონტაჟი პროექტის ბოლოს.
250 პროექტი · სამუშაო სიმაღლე 160 მ-მდე · 511 22 22 43
ინჟინრის სქემის მიხედვით მზადდება საძირკველი და ანკერული კვანძი, საჭიროა თავისუფალი სამონტაჟო მოედანი და მისასვლელი გზა ავტოამწისთვის. დანარჩენს — ლოგისტიკას, სამონტაჟო ტექნიკასა და გუნდს — GTC Cranex უზრუნველყოფს. მოთხოვნები წინასწარ, შეფასების ეტაპზევე გადმოგეცემათ.
SANY-ის კოშკურა ამწეები ტელესკოპური სისტემით იზრდება: შენობის მატებასთან ერთად ანძას ახალი სექციები ემატება და ამწე ეტაპობრივად იწევს. L46 ტიპის ძლიერი სექცია შენობაზე ჩამაგრების რაოდენობას ამცირებს. ამ სისტემით საკენის ობიექტზე ორი ამწე 160 მეტრის სიმაღლეზე მუშაობს.
დემონტაჟი პროექტის დასრულებისას იმავე გუნდის მიერ სრულდება, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით. Flat Top კონსტრუქცია, წვეროს ელემენტების გარეშე, პროცესს ამარტივებს — ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდროდ განაშენიანებულ უბნებში. დემონტაჟის შემდეგ ტექნიკა საწყობს უბრუნდება.
GTC Cranex (ჯითისი ქრენიქსი) — SANY-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კოშკურა და მობილური ამწეების მიმართულებით, თბილისი. ამწის მიწოდება, მონტაჟი, სიმაღლეში აწევა და დემონტაჟი — ერთი გუნდის შესრულებით, ევროსერტიფიცირებული ტექნიკით. 250 განხორციელებული პროექტი.
GTC Cranex delivers, installs, climbs and dismantles tower cranes across Georgia (country): full on-site lifecycle by one team, working heights up to 160 m. Phone: +995 511 22 22 43.
გიპასუხებთ 1 სამუშაო დღეში