ორი ერთნაირი სამშენებლო მოედანი არ არსებობს — ამიტომ „საუკეთესო ამწე“ ზოგადად არ არსებობს, არსებობს სწორი ამწე კონკრეტული ობიექტისთვის. ეს ხუთი კითხვა იმ ჩარჩოს ქმნის, რომლითაც შერჩევა რეალურად ხდება.
1 · შენობის მაქსიმალური სიმაღლე
ამწე მშენებარე კორპუსზე მაღლა უნდა იდგეს მთელი ციკლის განმავლობაში. აქ წყდება, ეყოფა თუ არა პროექტს თავისუფალი დგომი, თუ ანძა შენობას საანკერო კვანძებით უნდა მიემაგროს და ეტაპობრივად აიწიოს.
2 · ფილის მოცულობა და რადიუსი
რა მოცულობის მასალა უნდა აიწიოს ერთ ციკლში და რომელ წერტილებამდე უნდა მივიდეს ისარი — ეს ორი რიცხვი ისრის სიგრძეს და ამწის დგომის წერტილს განსაზღვრავს. ისარი მთელ ფილას უნდა წვდებოდეს, ზედმეტი მეტრები კი ტვირთამწეობას აკლებს.
3 · ტვირთამწეობა
ათვლის წერტილი ყველაზე მძიმე ტვირთია: ბადია ბეტონით, არმატურის შეკვრა, ყალიბის პანელი. სწორედ ის განსაზღვრავს კლასს — ჩვენს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი 8-ტონიანი კატეგორიაა.
4 · ტვირთამწეობა ისრის ბოლოს
მთავარი დეტალი, რომელიც ხშირად იკარგება: 8-ტონიანი ამწე 8 ტონას მხოლოდ ანძასთან ახლოს სწევს. რაც უფრო შორსაა ტვირთი, მით ნაკლებია ზღვარი — Flat Top მოდელებზე ისრის ბოლოში ის 1,5 ტონაა. თუ მძიმე ტვირთი ფილის კიდეზეა ასაწევი, ითვლება წვერის მაჩვენებელი და არა ნომინალი.
5 · მუშაობა უამინდობაში
ქარის ზონა, სეზონი და სამუშაო რეჟიმი განსაზღვრავს, რამდენად სტაბილურად იმუშავებს ამწე რეალურ კალენდარში — და არა იდეალურ დღეს. კონსტრუქციის ქცევა ქარში შერჩევის კრიტერიუმია, არა შემდგომი პრობლემა.
ამ ხუთივე კითხვაზე პასუხი ობიექტის შეფასებისას ერთიანდება: ჩვენი ინჟინრები ზომავენ, თვლიან და გირჩევენ მოდელს დგომის სქემასთან ერთად. მოითხოვე ზარი — ან თვალი გადაავლე მოდელებს.